ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პროზა
20 ნოემბერი, 2008


ცხოვრების კიბე

  ცხოვრება კიბეა. ზოგისთვის გრძელი და ზოგისთვის მოკლე. ვისთვის ხითაა ნაგები და ვისთვის მარმარილოთია მოფენილი.
  ფრთხილად უნდა ავიაროთ, რადგან ზოგიერთ ადგილას შეიძლება ლურსმანი იყოს ამოშვერილი.
  თითოეული დაბადების დღე ახალ საფეხურზე ასვლას ნიშნავს და მასზე დადგომისთანავე, თითქოს წინა საფეხურები ქრება და უკან დაბრუნება შეუძლებელი ხდება.
  ასვლის პროცესში ვჩქარობთ, გვინდა მალე ავიდეთ, მაგრამ როცა ბოლო საფეხურებს მივუახლოვდებით, შეგვენანება და უკან დაბრუნებას ვნატრობთ.
  ბევრ ბოროტებას ვხვდებით. კიბეზე ზოგი ჩვენ გვკრავს ხელს, ზოგს ჩვენ ვკრავთ, გადაგვაგდებენ ან გადავაგდებთ, მაგრამ ბოლოს მაინც ვინანებთ. როცა ზემოდან იმ საფეხურს გადმოვხედავთ, მივხვდებით, რომ იმ ადამიანს ისეთი არაფერი დაუშავებია და შეიძლებოდა მასთან ერთად მშვიდობიანად აგვევლო, თუმცა...
  მარადიული არაფერია. ზოგიერთ საფეხურზე თუ მყარად დავდგით ფეხი, ძალიან არ უნდა გაგვიხარდეს, რადგან შემდეგზე შეიძლება ფეხი აგვიცდეს და დაბლა დავეშვათ.
  მივუახლოვდებით ბოლო საფეხურს და შევჩერდებით, უკან გადმოვიხედავთ, შევაფასებთ განვლილ გზას და თან სინანული და შიში შეგვიპყრობს. სინანული წარსულის და შიში მომავლის, მომავლის, რაც აწი გველოდება, არაამქვეყნიურ ცხოვრებაში. მომავლის, რომელიც მხოლოდ სულს ელოდება, სხეულის გარეშე. დავფიქრდებით და ცრემლები წამოგვივა, ეს იქნება ცრემლები ტკივილის, სინანულის, ხშირად იმედგაცრუებისაც. ერთს მწარედ ამოვიოხრებთ და ბოლო საფეხურსაც გადავაბიჯებთ...
  ცხოვრება კიბეა. კიბე, რომელზეც მეორედ ვერც ავივლით და ვერც ჩამოვივლით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები