ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
6 იანვარი, 2014


როცა ინთება შობის სანთელი

და იჩრდილება ვარსკვლავთ ნათელი,
როცა ინთება შობის სანთელი...

ძველი დარდი და უიმედობა
თავისი ნებით გაჰყვება ქარს,
გული სიწფელით თუ მიენდობა
სამრეკლოებში დარეკილ ზარს.
დღე გათენდება ნათელი ფერით,
დღე სანატრელი ერის და ბერის,
ღმერთმა ინებოს მრავალი წელი,
გაგვთენებოდეს ნათელით ბნელი,
სული გვითბება მხურვალე ლოცვით,
ბაგე იესოს ხატებას კოცნის.
გული ივსება იმედით, რწმენით,
შობის ბრწყინვალე დღის შესაფერით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები