ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: იუმორისტული
9 იანვარი, 2014


  ჩამოტვირთვა

არამიწიერი სიყვარული

მარტო იმიტომ კი არ შემიყვარდა რომ ლამაზი იყო.
არა....არც იმიტომ რომ ლამაზი ტანი ჰქონდა.
ამ ყველაფერთან ერთად ის ძალიან ლამაზად იტყუებოდა.
    ერთ დღეს მიყვებოდა რომ უპატრონოთა სახლში გაიზარდა, მერე ქუჩაში ცხოვრობდა, რომ არ იცის ვინაა მისი  მამა და დედა, მეორედ კი მომიყვა რომ ის ბანკის მმართველის შვილია, მამამ საყვარელი გაიჩინა და ეს განხეთქილების მიზეზი გახდა, მან კი ჩუმად გაიცნო მამის საყვარელი და ერთხელაც მოწამლა..მოწამლა და გაქცა...  მე იმდენად მიყვარდა რომ მისი მჯეროდა, მან სრულიად დაპყრო ჩემი გონება.
    როდესაც  ვიჯექით დილაობით, ან საღამოობით, ყავას ვსვამდით და ვსაუბრობდით ის უცებ ბავშვივით წაიტირებდა ხოლმე,  მერე კი ჩუმად მეტყოდა, რატომ ტირიო, რომ ვკითხავდი, ამ დროს მაგრად ვიხუტებდი, ისე რომ მისი ძვლები ღრჭიალებდა...
--ამჯერად სიმართლეს გეტყვი!..სრულ სიმართლეს!...--ჩურჩულებდა და კვნესოდა.
    და იწყებდა!...ყვებოდა როგორ გაიქცა სახლიდან,როგორ ემალებოდა წვიმას ხეებქვეშ...როგორ ეძლეოდა სიყვარულს რომ ფული ეშოვა......მუშაობდა ყვავილების გამყიდვლად, მოლარედ, ხატავდა....იპარავდა....
მიყვარდა და ვუყვარდი, ვუყვარდი და..... ვპატიობდი ყველაფერს,
    ერთ დღესაც როცა ჩახუტებულები ვიწექით,მან ისევ დაიწყო:

--შენ არ იცი ვინ ვარ სინამდვილეში!...არ იცი!..არა!...მაპატიე...
---დაწყნარდი პატარავ---ვუთხარი--- მითხარი....მითხარი...
---მე სულ გატყუებდი, არ ვარ ამ პლანეტიდან,მე სულ სხვა სამყაროდან ვარ, მეტი ვეღარ დავრჩები, დღეს ზუსტად  ღამის 12  საათზე  დრო გამდის და უნდა გავფრინდე... დავბრუნდე ....გავქრე....
    მე გაღიმებული ვუსმენდი , სახეზე სიყვარულში ორგანულად  შეზავებული უდარდელობა მეწერა, მაშინაც კი, როცა ის ზევით, ჰაერში, რაკეტასავით აიჭრა, როცა საწოლი ოთახის ორივე ფანჯარა  ჩაამტვრია!!!.. მანამდე ჭაღს წამოედო, რასაც მოკლე ჩართვა მოყვა..დაბნელდა  და  ჰაერში დამწვრის სუნი დატრიალდა.მე მას შევხედე მთვარის შუქზე, ის მონსტრი იყო! მონსტრი!  მაგრამ  სიყვარული ხომ ბრმაა?..მაინც მიყვარდა, არამიწიერად მიყვარდა!..
.....ფანჯარას მივვარდი, ჩარჩოს ხელი ჩავკიდე,  ჩამტვრეულ მინის ნატეხებზე ხელი მწარედ გავიჭერი, მაგრამ ვერ ვგრძნობდი.   
        ის  სულ ზევით და ზევით მიიწევდა, მე ვიღიმებოდი, სანამ  ჩემი სიყვარული ვარსკვლავად არ იქცა ღამეულ ცაზე...
 

პ.ს.  ჰო, სულ დამავიწყდა მეთქვა!....ამ დროისთვის ფული გამითავდა , მერე ბანკის ვალი დამედო....სამსახურიც დავკარგე...ანუ ხომ გესმით, როგორც ხდება ხოლმე....არამიწიერი სიყვარული კი არ არსებობს ...დაივიწყეთ!  დაივიწყეთ!...დაივიწყეთ.....................


ს.ნ. 2013.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები