ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: jaden
ჟანრი: პოეზია
10 იანვარი, 2014


ეკლეკტიკა

                                                  (არგაგზავნილი მესიჯებიდან)


არ იქნებოდა ჩემი გამოსწორება.
მე დავინახე-
არ იქნებოდა ჩემი გამოსწორება.
და მე მივხვდი,
რომ არსებობენ გამოუსწორებელი ჩვენი თავები.
რომ არსებობენ ყველაზე ჩვენი სხვები.
ყველაზე დაუვიწყარი ისინი.

და რომ ზოგჯერ არის დღეები,
როგორც სიტყვა-
ეკლეკტიკა,-
როცა ყველა შენი ჩასუნთქვა,
ცივ მდინარეში
გამდნარ ტყვიის ჩასხმას გაგონებს.

...

სასაცილოა ბედთან ბრძოლა,
როცა ქუჩაში მხრებზე გადამძვრალ კანით ვდგავარ
და ხორშაკ ქარს მარილი და ფოთლები მოაქვს.
სასცილოა ყველა ვითომ განცდილი გრძნობა
და ყველა ვითომ თავგანწირვა
როდესაც ვდგავარ
და არ მახსოვს არცერთი სახლი,
სადაც მივალ და შენ მელოდები.


...


აი, შენ,
სიყვარულო,
საცოდავო,
არაფრისმაქნევ!
სხვების დარდით რომ სულდგმულობ,
სხვების სისხლით რომ იკვებები.
სულ გინდა, რომ შენ გაგიტანონ,
გაგათრიონ ყველაფრის ფასად.
თავად ნეტა რისი მაქნე ხარ?..
ერთი ვინმე მაინც მანახე,
ვინც უბრალოდ დაგიჯერა და
შუა გზაზე არ მიატოვე.

...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები