ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
10 იანვარი, 2014


გუგუნებს ენგური

გუგუნებს,დღესაც ხომ გუგუნებს ენგური.
დღესაც, ხომ მგლის ყმულილს ბანს აძლევს შხარა.
მე წარსულს პატარა ბავშვივით ვემდური
და მაინც მიყვარხარ,შევრიგდეთ,კმარა.
ვმერით და ვლექსაობთ,მუდამ ამაყები.
შენზე ვუმღერივართ სვანები ლილეს.
დაღლილან ლოდინით,ჩვენი სამარხები,
სიკვდილიც გვაცინებს,თეთნულდის შვილებს.
ნისლია,ხვალ ალბათ იქნება ავდარი,
მაგ წვიმამ,იქნებ კიდეც გაგვახელოს.
შენ ნუ გეშინია,სვანი თავს არ დახრის,
სვანების ნამუსი ხარ საქართველო.
შრიალებ,ქართულად,ამაყად შრიალებს,
გოლდაშში,სგიმერში,ნალიშში მუხა.
დღეს მთელი სამყარო უკუღმა ტრიალებს,
ჩვენ წაღმა ვიბრუნებთ,დამფრთხალი ნუ ხარ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები