ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჯუპუი
ჟანრი: პოეზია
11 იანვარი, 2014


დღეს მინდა!

ფიქრობ და აზროვნებ ხვალეთი
მე ალბათ ასაკმა მიწია,
დღეს მინდა და არა ხვალ მეთქი
ვამბობ და მპასუხობ: იცი რაა?!

ხვალ უნდა წავიდეთ სალაშქროდ
ხვალ უნდა ვესტუმროთ მეგობარს,
ხვალ დიდხანს გაკოცებ სანაცვლოდ
ხვალ მარის გაგაცნობ მე რომ მგავს.

ხვალ სადმე ბუნებას ვეწვიოთ
ხვალ მინდა ვიმღეროთ დილამდე,
ხვალ ვაჭმევ ქუჩაში ერთი-ორს
ხვალ მინდა საოცრად გიყვარდე.

ხვალ მინდა ტაძარში მივიდე
ხვალ დედის კალთაში ვიძინოთ
თუ შეძლებ ხვალ ის მზე მიყიდე
ხვალ განვლილ ხვალეზე ვიცინოთ.

დილიდან დავიწყეთ თარეში
ერთ-ერთი დაგეგმილ ხვალედან,
დალაშქრულ მთებიდან დავეშვით
და ხვალე უჩვენოდ გათენდა..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები