ნაწარმოებები



ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
12 იანვარი, 2014


###

წუხელ სიზმარში ლექსი მეწვია,
რაღაცნაირი ლექსი, გრძნეული,
იქვე, ხიდები დაწყვიტა ბეწვის,
ბოროტებს სრესდა მძიმე სხეულით.
ცხადში გამექცა, არ ვანებებდი,
ვიფიქრე კაცთა დადგავდა გორას,
შეუბრალებლად, ავი ვნებებით,
გააცუდებდა ცოდვილთა ხროვას.
დაბრუნებულმა მიჩვენა სახე,
პასუხიც გასცა ჩემს ცრუ მოლოდინს,
_ბევრი ვეძებე, მაგრამ ვერ ვნახე
აბსოლიტური ქვეყნად ბოროტი.
ამოვისუნთქე, ღიმილით ვიწმენდ
შეშინებულ და ცრემლიან თვალებს,
სუფთა ფურცელი აღარ გავწირე,
თან გავაყოლე ქვესკნელის ქარ(ებ)ს. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები