ნაწარმოებები



ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
14 იანვარი, 2014


ბრაზიანი ლექსი

ჩემმა ძილმა მიმატოვა,
ჩაილაგა თავისი სიზმრები და
მიმატოვა!
ვთქვი:
წავიდეს მაგის...მატყუარა!
რაღას უფითილებს
ჩემში ჩანაცრებულ ვულკანს.
რამდენჯერ უნდა -
გამიხეთქოს გული სიხარულით:
ჩემი მკვდარი
რამდენჯერ მომიბრუნოს უკან!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები