ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კიპრიდა
ჟანრი: პოეზია
14 იანვარი, 2014


შენ

ჩემი თოვლი ხარ,
ფიფქებივით თავზე მადნები,
ჩემკენ მოდიხარ,
უნებურად ვთოვლიანდები.
თოვლი ზღვა ხდება,
ულურჯესი სიცივე მათბობს,
ალბათ, ახდება სიზმრები და
სიშორეს დათმობ.
შენ ჩემი ზღვა ხარ
და ტალღებად ჩემს გულს ეხვევი,
ვერსად ვერ წახვალ,
სანამ ჩემს სულს არ შეეხები.
შენ ჩემი ცა ხარ
და იმედი სავსე სხივებით,
წასვლა ხარ, ცდა ხარ
ჩემს გონებას რომ ესხივები.
განშორება ხარ ,
მომევლინა რომ უბედობით,
დაშორება ხარ
იმედის და უიმედობის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს