ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
21 იანვარი, 2014


ყოველდღიურობა

უშნო წყვილები,ერთმანეთის გვერდი-გვერდ სხედან,
ჰაერს თამბაქოს  თეთრი ბოლი შეთვისებია...
დამპალ ცხოვრებას შევაგინებ დამარხულ დედას,
რადგან აზრები(პეპლებივით)მალე კვდებიან.

ასე უაზროდ,დედამიწა ბრუნავს და ბრუნავს,
ხალხი?ხალხი ხომ გაკრეჭილი ცხვრების ფარაა,
ღმერთი სამოთხის ჭრელ დარაბებს ბოლომდე ხურავს,
რადგან მიწაზე წარღვნისწინა,ბნელი ხანაა...

უშნო წყვილები,ბნელ კაფეში გვერდი-გვერდ სხედან,
და ამ გარემოს სიყვარულის სუნთქვა აკლია,
მაგრამ ისუნთქოს-ამას ჩვენსი ცოტა თუ ბედავს...
და ეს "წყვილები" თვით უფალსაც მალე დაღლიან...
აქ ერთგულება,თავმდაბლობა,ლოცვა-ყალბია!
შენ დაიღალე,ის დაიღალა,ღმერთსაც დაღლიან!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები