ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
29 იანვარი, 2014


განწყობის ლექსი....


შიგნიდანვირევი, ან იქნებ მდევნიან უსახოდ
ნერვები, თითებით ნასრესი ორკაპი ნიკაპით.
ყველაფერს ვივიწყებ,- და ისიც არ ვიცი თუ მახსოვს
წლობით, რომ  მჯიჯგნიდნენ დღეები ავი და როკაპი.

ან იქნებ არასდროს მომწონდა ცხოვრება მდორე და
ან ყნოსვით ვეძებდი ფათერაკს ჩემს სუნზე დაგეშილს.
და როგორ შემეძლო აწყობილ ნაბიჯზე სწორება,
ყოველთვის გავრბოდი, ნებით რომ არავის გავეშვი.

აბები, აბები, წამება საძილე წამლებად......
ან იქნებ შეგრძნებით თხემიდან ტერფამდე ვბუჟდები.
თუ უკვე განგკურნეს ამდენმა ნაწამლმა წამებმა,
რად გიჭირს, როდესაც კვლავ რეალობაში ბრუნდები.

ფიქრობდი, მოგბეზრდა ცხოვრება ჩავლილი უაზროდ,
გაფლანგე ბოლომდე სიცოცხლე, ნალევი რესურსი....
მაინც გწყინს არავინ არფერს, რომ აღარ გთავაზობს,
ყელს გფხაჭნის სიმლაშე, სისხლის და ცრემლების გემოსი....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები