ნაწარმოებები



ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
30 იანვარი, 2014


@@@

თავს დამეცა, როგორც წვეთი,
ელდა, გულისგასახეთქი
და მომიცვა...
შიგნით ვზივარ,
გამართული ხელით, ფეხით.
მზეც ამოდის ძველებურად,
ხალხიც უხვად მიდი-მოდის...
როგორც უწინ_ვხედავ, მესმის,
მაგრამ რაღაც კარგად ვერ ვარ,
მგონი დამემართა სტრესი...
ზოგიერთი კი გამკიცხავს,
რომ გაიგოს ის მიზეზი,
რამაც ამიჩუყა გული.
ვიღიმები დაზაფრული,
ჩემი ვაჟის თურქი ცოლი
რადგან მიმზერს განაბული...
ჩემს დარდს ვერავისთან ვამბობ,
არ მსურს შევურყიო ნდობა,
ჩემი წვეთში ჯდომის ამბავს,
მხოლოდ თქვენ თუ გაგანდობდით.

17.01.2014.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები