ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
30 იანვარი, 2014


ტვირთი-მეხსიერება

მახსოვს  კაცების  სილუეტი  ნეკერჩხლებს  შორის,
თბილი ქალაქის  გამყინავი,ცუდი  აურა,
ეს ადგილია,სადაც სიბრძნეს–სიგიჟე სწონის,
ამ  ხეივნებში  ტვინდამჯდარი კაციც აურევს,

და ასე ,ერთად აურია,ერთ  დროს  სუყველამ,
ისე,უბრალოდ,“ომობანას „  თამაში  სურდათ.
ჯაჭვის  პერანგი არცერთისთვის არ შეუკერასვ
მჭედელს  და  დრომაც დააბრუნა  ზედმეტი ხურდა...

ეს იყო  მაშინ,მაშ შემდეგ  კი  გავიდა  წლები,
ის ნეკერჩხლები,ისევ  თავის ადგილას დგანან,
ახლა,ყოველდღე,მე ამ ქალაქს პირის–პირ ვხვდები
და ვერ  ვივიწყებს ბავშვობაში განცდილს და ნანახს...

მახსოვს,ვეძებდით ქუჩა –ქუჩა გასროლილ ტყვიებს,
თან დედებისთვის ვაგროვებდით, მინდვრის ყვავილებს,
ჩვენ დრომ გაგვასწრო,მერე მთელი ბავშვობა ვსდიეთ
ახლაც მას მივსდევთ და სიცოცხლეც მალე გაირბენს...

კაცის სილუეტს, სხვა დალანდავს  ნეკერჩხლებს შსორის,
მორჩა.(წერტილი) ამ ქალაში დასრულდა ომი!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები