ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
2 თებერვალი, 2014


თბილისური თოვლი (ნინიას)



თბილისში კვლავ უშენოდ მოთოვა,
ეს ღამე პოეტურად თეთრია,
სიყვარულს არ სჭირდება მოტივი,
ფიფქებიც ხომ ერთმანეთს ეტრფიან?!

ზეციდან მოდის ბევრი ფანტელი,
ეს თოვლი შენს სევდასაც ითავსებს,
გიხსენებ სიყვარულით გატენილს,
მოწყენისლ პირენეის მიწაზე.

თბილისში კვლავ უშენოდ მოთოვა,
ისეთი ამინდია–ინატრებ...
შორსა ხარ,მოგლეჯილი ტოტივით,
და მაინც გულით დაგაქვს სინათლე.

ნინ ,ახლა სულ თეთრია თბილისი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები