ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
4 თებერვალი, 2014


თუკი პოეტმა არ გაღიარა!

ეგ ტანი – ალვა, ეგ მიხრა-მოხრა,
მკერდი და სახე ულამაზესი,
გავა წლები და დაგრჩება ოხრად,
თუკი არავინ მიუძღვნა ლექსი.

გშვენის სინაზე, მახვილი ჭკუა,
ინტუიცია, ეშხი, გრაცია,
მაგრამ მითხარი, ეგ რამე თუა,
თუკი პოემად არვინ აქცია?!

ვერც მეფე და ვერც პაპის ტიარა,
გმირი - დაღვრილი სისხლად და ოფლად,
თუ კი პოეტმა არ გაღიარა -
კაცთაგან ვერვინ გაქცევს დედოფლად!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები