ნაწარმოებები



ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
5 თებერვალი, 2014


dell'Assunzione

                ტკივილი არ ჰქონია, მხოლოდ საკვები აიკრძალა...
                                                                ლიდია



ისეთი ღიმილი შეყინვია სახეზე,
უნებურად დაიჯერებ -
ის ახლა,
თავის გულუბრყვილო სამოთხეს ხედავს...

სადღაც პეპლები და ყვავილები,
საჰაერო ბუშტები და უქარო ამინდები,
შაქარლამა და ლიმონათი...

ათი მცნებიდან
მან ერთი დაარღვია უხსოვარ ბავშვობაში:
აიღო უკითხავად ვარდისფერი კარამელი...
მეტი არაფერი!

ისეთი ღიმილი შეყინვია სახეზე...


2014. 3 თებერვალი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები