ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ ა რ ი ა მ ი ი
ჟანრი: პროზა
6 თებერვალი, 2014


  ჩამოტვირთვა

მე და ჩემი ღმერთი

მე ჩემი ღმერთი მყავს და ყოველ საღამო ვხვდებით ხიდზე, ჩემი აივნიდან ( გულიდან ) ცაში გადებული, რომ არის . აივნიდან ყველაფერი ჩვეულებრივია , ნაცრისფერი კორპუსები, ძვირადღირებული მანქანები,  ელექტროსადენებზე ჩამომსხდარი გადამფრენნი და ლამპიონები, რომლებიც ალიონზე აუცილებლად ჩაქრებიან.
ციდან კი ალბათ ყველაფერი ...

მე და ჩემი ღმერთი ერთმანეთს  ყოველ ღამე ვხვდებით (თითქოს ერთად არ ვცხოვრობდეთ ჩემში), მე ჩემი აივნიდან ის კი მთელი გალაქტიკიდან და ვსაუბრობთ ...
ფიქრებით , ამინდებით ...

მერე ქარს ემოცია მოაქვს , აი, ისეთი მთელი სამყაროს განცდებს , რომ მოგიტანს და განგაცდევინებს... მერე წვიმას  შვება მოაქვს , ტკივილის მერე , სამყაროს ყელში რომ უჭერს ...

მე და ჩემი ღმერთი
ასე სიტყვების გარეშე ვსაუბრობთ ...
ყოველ ღამე , მეც, რომ წამიჭერს ხოლმე ყელში რაღაც და  მერე წვიმის წვეთებს შვება მოაქვთ ...

ფიქრებს ვწერ მერე წერილებად ,აივნის თოკებზე ვკიდებ და მერე ქარს გალაქტიკაში მიაქვს ...
წერილებზე პასუხი ახალ დღეებად მიბრუნდებიან ...
ასე ვსაუბრობთ ...

მე ყოველ ღამე ძილის წინ აივანზე, მადლობით ვასრულებ დღეს და ფიქრებს ვკიდებ აივნის თოკებზე .ლამპიონები ჯერ კიდევ ანათებენ დედამიწის ხელის გულის ხაზებს და ქარს ისევ მოაქვს ჩემთან... განცდები ...

მე აივნიდან
ის  მთელი გალაქტიკიდან ...

მე და ჩემი ღმერთი ...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები