ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
7 თებერვალი, 2014


ცრემლის ფასი

ნუ,
გევედრები,
ნუ იტირებ, ჩემო პატარავ,
გემუდარები, ნუ დახარჯავ მაგ ცრემლებს - ძვირფასს,
შენ, ჯერ ვერ ხვდები, რომ საკუთარ თავს იმ განძს ჰპარავ -
რომელსაც დაცვა სჭირდება და აქეთ კი გიცავს...

გთხოვ შეიმშრალე ეგ ცრემლები, შვილო,
"ჰერიოოო" -
დასძახე ყველას, სულის მოკვლას ვინც დაგიპირებს...
და თუკი მოხდეს, ზოგჯერ - მტერი თუ მოგერიოს,
არ ითაკილო, ცხარე ცრემლით - მაშინ იტირე!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები