ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პროზა
23 ნოემბერი, 2008


უკანასკნელი ხურდა

  გაჩერებაზე ახალგაზრდა ქალი იდგა. გაცრეცილი პალტო მუხლებამდე წვდებოდა, პირზე კაშნე ჰქონდა შემოხვეული და გათოშილი ხელები გასათბობად ჯიბეში ჩაეწყო.
  უკნიდან ხმა შემოესმა: "დამეხმარე შვილო, დამეხმარე, მცივა..."
  ქალი გაქვავდა, შემდეგ თავი ნელა შეატრიალა და მათხოვარს მიაჩერდა. ეს სიტყვები, ეს ხმა... თითქმის ერთი წლის წინ,  დედამისმა,  სიკვდილის წინ სწორედ ეს სიტყვები უთხრა მას, ასეთივე ხმით. რასაკვირველია ეს ქალი მას ახლა სულ სხვა დახმარებას სთხოვდა, მაგრამ....
  - დედა...- წაიჩურჩულა ქალმა
  - დამეხმარე შვილო, ფული არ მაქვს, გაიღე მოწყალება, ღმერთი არ დაგივიწყებს.
  - დაგეხმარებოდი დეიდა, მაგრამ... - ქალს ხმა ჩაუწყდა, ჯიბეში ხელით უკნასკნელი ხურდა ფული მოძებნა და ქალს გაუწოდა.
  - აიღეთ, აიღეთ დეიდა.
  - დიდი მადლობა შვილო.
  ქალმა ამოიოხრა და თოვლიან გზას გაუყვა.
  - ავტობუსი? ავტობუსს არ ელოდებოდი? - კითხვა დაადევნა მოხუცმა.
  -იყოს, ფეხით გავივლი, ახლოს ვცხოვრობ.... - შემოუბრუნებლად უპასუხა ათრთოლებული ხმით, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, სახეზე ხელები აიფარა და ატირდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები