ნაწარმოებები



ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
8 თებერვალი, 2014


"თვალი შორს და გულიც შორსო"

"თვალი შორს და გულიც შორსო", გამიგია სიტყვა ძველი,
მაგრამ გვიან შევიგრძენი ეს სიტყვები, ძალზე მწველი.
ცხოვრება ხომ ასეთია, დაგანახებს ვინ-ვინ არის,
გზის ბოლოსკენ გამოჩნდება შენი წრფელი მეგობარი.
თუ მეგობრად ვერ ივარგა, მაგრამ არც ყოფილა მტერი,
ასეთისგან გამოგრიყავს დავიწყების წყალი, ნელი.
შეხვდები და წამსვე იგრძნობ სათქმელი გაქვს არაფერი...
მგონი ამ დავიწყებაში ურევია ჩემი ხელიც. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები