ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
9 თებერვალი, 2014


უილიამ შექსპირი - სონეტი XLIII (43) (საბოლოო ვერსია)

უკეთ ხედავენ, როცა თვალებს ერევა რული,
რადგან მთელი დღე უყურებენ ნაკლებ ფასეულს,
ძილში მეწვევი ჩვენებებით სიზმარეულით,
თვალდახუჭული გიჭვრეტ ბნელში გამონათებულს.

შენი აჩრდილი სხვა აჩრდილთაც აღავსებს ნათლით,
რა იქნებოდა, მჩვენებოდი შენი სხეულით
დღის სინათლეზეც, უფრო მკვეთრი შუქის ციალით,
რადგან დახუჭულ თვალთაც კი მჭრი მოლანდებული!

ამ თვალებისთვის, ო, რაოდენ დიდი მადლია,
თუ სიცხადეშიც შენი სახის შევძლებდი ხილვას,
თუ მკვდარ ღამეშიც შეუძლია აჩრდილს ზადიანს
თვალებში დამრჩეს, როს ზმანებით მოდიხარ ძილად!

ყველა დღე ღამედ მეჩვენება, როცა ვერ გხედავ
და ღამე კი - დღედ, სიზმრად მაინც თუკი ვარ შენთან.


9 თებერვალი, 2014 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები