ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
11 თებერვალი, 2014


თავდაყირა

ცაზე ვდგავარ, დედამიწას შევყურებ,
ცისარტყელამ ფეხზე გადამიარა,
მესმის, მაგრამ ვერ ვუჯერებ ჩემს ყურებს,
ლექსებს შენ რომ მიკითხავ, მე კი არა...

წვიმა ადის, ნისლი ქვევით მიიწევს,
არევიათ თითქოს მისამართები?!
ვშიშობ, რომ თუ ყურადღებას მივიქცევ,
შემამჩნევენ, და ეს უკუღმართები

გამამხელენ, ჩემს ოცნებებს გათქვამენ
და მომიწევს ისევ დაბლა დაშვება,
ისევ წაღმა ყოფას შემომარტყამენ
და ცხოვრებაც ისევ ფუჭად დაშვრება.

ამიტომაც მათთვის, ვინც მითვალთვალებს,
რეალობის ყალბი ფრთები შევისხი
და ვერავინ ხედავს, შენ გენაცვალე,
რომ სიყვარულს მე კი არა, შენ მიხსნი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნინო კახიძე ვულოცავთ დაბადების დღეს