ნაწარმოებები



ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პოეზია
24 ნოემბერი, 2008


სიმღერა ქართულ სიმღერაზე

(სიმღერა)

წმინდა კელაპტრებად იწვოდა სანთელი, -
ღმერთებასც უყვარდათ ვაჟკაცი ქართველი!...

იყო დრო, ქართველმა დარდი არ იცოდა,
ყოველი კერიდან სიმღერა ისმოდა!

მღეროდა ქართველი, შრომაში გართული,
ქვეყანას ავსებდა სიმღერა ქართული!!!....

... მოვიდა არაბი ცეცხლით და ნაცარით,
მას მოჰყვა მონღოლი, თურქი თუ თათარი...

ქართველი ყოველ წუთს განსაცდელს ელოდა
და მაინც მღეროდა!...
                                  ყოველთვის მღეროდა!!!

მღეროდა, ხნავდა თუ სამშობლოს იცავდა...
ქართველი თეთრ მანდილს სიმღერით ფიცავდა!!!

სიმღერის ფასი და შეძლება იცოდა, -
წმინდა კელაპტრებად  სანთელი იწვოდა!!!!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები