ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
14 თებერვალი, 2014


ორქიდეა

მინდოდა მეყიდა შენთვის ორქიდეა,
მაგრამ გამყიდველმა ძვირი დამიფასა.
"დღეს ხომ თოთხმეტია, სიყვარულის დღეა?!"
- ბევრი ვეწუწუნე იმასაც და სხვასაც,

თუმცა უშედეგოდ! იციან, რომ მოვა
ჩემზე მდიდარი და მაინც გაყიდიან.
გული გამეყინა, ბოღმამ დაათოვა.
საკუთარი თავი ბევრჯერ დამინდია,

მაგრამ ეს შემთხვევა, სულ სხვა შემთხვევაა,
ახლა ჩემს თავს მეტი უნდა დავაძალო!
ვგრძნობ, რომ სიყვარული - ეს გამოწვევაა
და ბედს შენი თავი უნდა გამოვძალო!

ფულის ნაცვლად ჩემს ძველ საწერ კალამს ვიღებ,
მაქსიმალურ ჩართვას ვთხოვ ხუთივე გრძნობას,
მუზას ორქიდეის გამყიდველად ვიწვევ
და ახლა მას ვუწყებ ყვავილზე ვაჭრობას.

ის ყვავილს მსესხულობს, მისი მუშტარი ვარ
უკვე რა ხანია, ჰოდა იცის, რომ ვალს
მალე დავუბრუნებ! რა ბდენიერი ვარ,
შენთან მოვდივარ და ორქიდეა მომაქვს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები