ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
14 თებერვალი, 2014


ზერელობაა თეთრი ლექსები...

ზერელობაა  თეთრი ლექსები,
თორემ...
თორემ ადვილად,
გაცილებით,
ვიდრე რითმაში,
ვიტყოდი სათქმელს.

მოითხოვს  საქმე უთქვენობას,ძვირფასო ძმებო!

რომ არა  ცოლი,ჩემი შვილი,პატარა გოგო-
წვიმაში,ალბათ,საკმარისად ჩავთვლიდი ქოლგას.

დღეს ისე,
როგორც არასოდეს,
მჭირდება სახლი.
და როგორც ხურო,
როცა გხვდებით დაღლილი სახით,
არ არის  პოზა!

ხანდახან  ვტირი დილის  რიჟრაჟს შეწირულ  ლექსებს.

პოეზიაა გაჩხერილი  სიტყვები ხორხში...

მე დასახლება გადავწყვიტე პატარა მთებზე,
სადაც  ველური ალუბლები გაიდგამს  ფესვებს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები