ნაწარმოებები



ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
16 თებერვალი, 2014


რაზე დარდობს თბილისი გამთენიისას.




ჩემო თბილისო,
დგახარა ასე,
დარდიანი, 
გარიჟრაჟზე,
უხმოდ თენდები...
ლამპიონები,
ეგ მოკაშკაშე...-
მხოლოდ სხვისთვის თვალის ახვევა
თორემ მე რას გამომაპარებ?
მთებზე ჯერ კიდევ შეგრჩენია,
წუხანდელი ნამტირალევი,
-ღაწვზე ცრემლები...-
დარდობ იმათზე:
შენ კი არა,
ერთმანეთს რომ  უმტკიცებენ
შენზე სიყვარულს,
ლამპიონები ,
-მხოლოდ სხვისთვის თვალის ახვევა-
გულში კი ერთი მიზანი აქვთ:
აქედან, იქნებ მოახერხონ
დროზე "დახვევა".
ჩემო თბილისსო,
ნუ დარდობ ასე,
ნუ განიცდი უხმოდ ამ ამბავს.
აქ ბევრს უყვარხარ!
ისე უყვარხარ,
ერთი დღითაც არ უფიქრიათ
შენი დათმობა,
ბედნიერების ტოლფასია
მათთვის აქ ყოფნა!
არაერთგან,
არაერთხელ,
ამის გამო
ბევრჯერ ვიდავე,
გახსენი შუბლი -ნარიყალა,
დარდისაგაგ  დაშაშრული,
გათენდი და
გამოიდარე!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები