ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
18 თებერვალი, 2014


"ჩვენ ვეძებთ უფალს"

არავინ იცის,ვინ არის,ან სად არის ღმერთი,
დანამდვილებით ვერვინ გეთყვის მის ნამდვილ სახელს,
მაგრამ მაინც გვწამს,რადგან იმედს ოცნება ერთვის,
და ყველგან ვეძებთ ქვეყანაზე სამოთხის  მნახველს...

არა და როცა დაფიქრდები რა მარტივია,
გაგეცინება რომ ტყუილად დავკარგეთ წლები,
ვდაგავრთ ხატებთან,თავდახრილი,მოთქმით ვტირივართ,
როცა ყოველ დღე უფალს ქუჩის კუთხეში ვხვდებით,

ვხვდებით ხელგაწვდილს,თვალცრემლიანს,თითებგათოშილს,
მაგრამ ვერ ვხედავთ,ღრუბლებს იქით გაგვირბის მზერა,
მერე საღამოს გავეხვევით გამთბარ საწოლში,
და ვფიქრობთ ,რომ ჩვენც შეგვიძლია უფრთებოდ ფრენა,

ყოველ დღე ასე,ქუჩა–ქუჩა დავეძებთ უფალს,
ტაძარში შესვლა არის რწმენის დემონსტრირება,
სხვების ტკივილზე,გასაჭირზე არასდროს ვწუხვართ,
და მთვრალ მათხოვარს მივაყოლებთ დედის გინებას!

„ჩვენ ვეძებთ უფალს“

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები