ნაწარმოებები



ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
19 თებერვალი, 2014


ხელუკუღმა


დაიჭი, ზღვაო!
ეს ბეჭედი არათითზე რომ გამიშავდა,
ეს სამაჯურიც გავიმეტე
ქრიზოლიტებით,
დღეს მე მაცვია
ჩამავალიმზისფერი კაბა
და ცხელი...ცხელი....
ცხელი ქვიშა დამაქვს ქოშებით.

გიბრუნებ, ზღვაო,ყელსაბამებს:
მარჯნის, სადაფის,
ჰა, სავსე მთვარის მესამედიც -
ჩემი საყურე.
მე შეგიგროვე ჩემი მკვდარი,
ჩემი ცოცხალი,
მოვედი შენთან
ხელუკუღმა გადმოგაყარე!

დღეს იმედები,
შორეული ნაოსნობის მეზღვაურები,
კოცნიან კონცხებს-
ზღვაში პეშვით  გამოწვდილ მიწას,
მახურავს ჩადრი,
შავი ჩადრი,
და ბოლო კადრში -
მოელვარე თვალები მიჩანს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები