ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
22 თებერვალი, 2014


#####

***
უცხო სამყაროს ტირილით ვხვდები,
მცივა და მმოსავს მხოლოდ ნათელი.

***
თვალცრემლიანმა შემოვიხედე
ამ გალაქტიკის მყიფე ჩარჩოში,
გამახსენდა, რომ მიწა ვიყავი,
მიწად ნამყოფი, მერე ნაშობი.
ვუმზერ პლანეტებს, მტვრის ნაწილაკებს,
ქაოსის შემდეგ წარმონაშობებს,
აჩქარებული გაფართოვების
ჩვენ ვიმყოფებით ისევ საშოში.
ბნელ მატერიას ამ სამყაროში
ფართობი თუმცა მეტი უჭირავს,
ჩვენ ვართ ნათელი მატერიისა
შემადგენელი, არცთუ ფუჭი რამ.
თავისთავადი სივრცის ნაწილი
და დედამიწა მასში ნამცეცი,
მაგრამ სიცოცხლით გაჯერებული,
უპირატესი სხვა ჯერ არ ვიცი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები