ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
22 თებერვალი, 2014


ჩემი თაობის დასაწერი ლექსი

უაზრო ყეყეჩობას ბავშვობა შევალიეთ,
ის წლები უსასრულო გზასავით გაიწელა,
ოცნება,ნაცრისფერი აზრების მძევალია,
და მრავალს ამიტომაც დაერქვა გაიძვერა,

მრავალმა სიხარულმა უჩვენოდ ჩაიარა,
ჩვენ,ქუჩას ასწლოვანი ხესავით შევაბერდით,
დღეს ვითვლით ხმელ სხეულზე ათასგვარ ნაიარევს,
და გვიკვირს,გვეფიქრება,თვალებს რომ ვერ ვახელდით...

ჩვენ იმ დროს განდიდების სურვილმა დაგვაბრმავა,
ჩვენ, ჩვენი საკუთარი თავები გავიმეტეთ,
ახლა ნათლად ვხედავთ,რომ მართლა ავადავართ,
და რომ ჩვენ ცხოვრებამ შამათი გაგვიკეთა!!!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები