ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე.
ჟანრი: პოეზია
27 თებერვალი, 2014


ცაიშელი ბიჭის დილა

დილა ისეთია, ფიქრებს ააგორებს.
დილა ოხერია აპრილში.
ვაჰ! რა უსინდისოდ ლამაზია,
ზემო სოსიკაანთ ბადიში.
ბიჭი არ ვიყოო,
თუ არ გავიყოო,
ე, მაგ გოგოსთანო ბალიში.
გულო მოიცაო!
ფიქრო დაიცაო!
აზრო დამეხსენო,
გამიშვი!
ბიჭო გათენდაო,
ბიჭო ადექიო!
ბიჭო აშენდაო ცაიში.
სოფელს გახედეო.
ნახე რა ხდებაო,
ან რა მოხდებაო, რა იცი!..
გოგო შემიყვარდა.
ვუის გავეყარე,
ბიჭი ჩავვარდიო ვაიში.
სანამ აპრილია…
ცრუხმას აყვებაო…
არ გამოგყვებაო მაისში.
დილა ისეთია, დილა ოხერია,
დილა სულ სხვა არის ცაიშში…
ფიქრი აგჩემდება, თუკი გყვარებია,
თუ არ გყვარებია, რა იცი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს