ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენი ლუ
ჟანრი: პოეზია
27 თებერვალი, 2014


სისხლი რამ გაყო

    "მოგებულია ომი, მაგრამ არა მშვიდობა!"
                აინშტაინი

კარგად შეხედე დედაჩემო!
სისხლთა მდინარეს
ძვალთა მთა-გორებს,

უნდათ მოყვასი შეაჩვენონ
სად არ ვიარე
ვერ გავაგონე!

სისხლი რამ გაყო? ფერი კანის რამ?
დედაო ღვთისავ,
ან ჩემო დედავ,

მოყვასის სისხლი როგორ დავისხა
უფლება მომცა
ამდენს რომ ვბედავ?!

მავთულხლართებით ზომავენ საზღვარს
ვნამავ ბალიშებს
გვაწვიმს ტყვიები,

"შენ სისხლო ჩემო" დაღვრილი სად ხარ
ჯაჭვებს ავიშვებ
და გავფრინდები.

დე, ხომ იტირებ ხორცის ნაწილებს?
ასე დარდობენ
სხვებიც შვილებს და

მე ჩემი ყოფა უხმოდ გავწირე
და თუ სათქმელი ვერ გაგაგონეთ
მაშ, არაფერი გვეპატიება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს