ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
27 თებერვალი, 2014


***

ადამიანო!
დაფიქრდი (როცა
დაუოკებელ სტომაქს ასიებ),
რომ ღმერთმა ცომი აკურთხა - ხორცად
და შენ კი ხორცი - ცომად აქციე...

ადამიანო, ვით არ გარცხვინო?..
რა ეწოდება, თქვი, მაგ საქციელს -
ის, რაც უფალმა აქცია ღვინოდ,
შენ ისევ წყლად რომ გადააქციე?!

ღმერთო, - დიადო უნარო თმენის,
მათ, ვინაც შენსავ ხატად შეგვქმენი,
თუმცა დავკარგეთ სახება შენი,
გმადლობ, რომ ზურგი არ შეგვაქციე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები