ნაწარმოებები



ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
3 მარტი, 2014


***(სხვა)

წელში მოხრილი, მოკუნტული,
პოზა__ჩვენ რომ ვეძახით ოთხად მოკეცილს,
ემბრიონისა დედის მუცელში...

ტკივილი, კვნესა, იქნებ დარდითაც,
პოზა__ჩვენ რომ ვეძახით ოთხად მოკეცილს,
საწოლში მწოლიარე, ფიქრობ, გიშველის...

სანთელი, ლოცვა, მეტანია,
პოზა__ჩვენ რომ ვეძახით ოთხად მოკეცილს,
მიწაზე დაჩოქილი, თავი მუხლამდე...

ფიქრობ? არა, ნამდვილად გვშველის,
სატკივარი ასე უფრო მალე მიდის უფლამდე. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები