ნაწარმოებები



ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
3 მარტი, 2014


შიში



როგორ შეიძლება
სიმშვიდე იყოს სახლში,
რომელიც დღენიადაგ ხანძრის ლოდინშია?
კედლის ბზარები ივსება განგაშით,
ჭერიდან ბათქაში ცვივა.
...მაგრამ როდესაც,
ამ სახლში ცხოვრობდა დედა,
რატომღაც ვერასდროს ვამჩნევდი,
რომ ფანჯრები –
სახანძრო მანქანების ალყაშია!
ეტყობა დედებს  ყველა შიში სარდაფში ჩააქვთ
და იქიდან -
მხოლოდ მათი სიკვდილის შემდეგ
ამოდიან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები