ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯაფარა77
ჟანრი: პოეზია
9 მარტი, 2014


გამითამამდი


@  @  @

ფუტკრებს გაუმართავთ დოღი, ბედაურად
პეპლებს აჭენებენ, დააფარფატებენ,
მაშინ, როცა ირემს ცივი წყარო სურდა, -
მე კი ნადირობა გავიადათწესე

შეგხვდი ნაკადულთან, ქვაზე ჩამომჯდარი
დალალს გვირილებით რთავდი, ამინდვრებდი,
როგორ ვიფიქრებდი, -შველად წამომხტარი
ასე ადვილად თუ გრძნობებს ამირევდი.

ელვამ დამირბინა უცებ, თმის ღერომდე,
შენს ლანდს, მონარნარეს, ისე ავედევნე
როგორც შევარდენი, ხეთა კენწეროებს, -
ნიავს გაჰყვება და გაასწრებს და მერე

ნადავლს დააცხრება, როგორც ოცნებებში, -
შენი გულბანდი და ყელი დავიჩემე,
მოგინადირე და, მერე ორღობეში
წამოგეწიე და...

25. 05. 2013წელი


განა ის...

ქუჩაში მძიმედ დავაბიჯებ,
მხრებით ცა დამაქვს მოღრუბლული,
ჩემი ცა, -
განა ის...

ხმელი წიფელი მოვჭერი,
შეშად დავხერხე, დავაპე,
ჩემი წიფელი, -
განა ის...

ქუსლში ეკალი შემესო და
ვეღარ ამოვიღე, ვერ ვწვდები,
ჩემი ქუსლი არი, -
განა ის...

\"არწივი ვნახე დაჭრილი,\"
ძირს ეგდო, სისხლში ცურავდა,
სხვა არწივი იყო, -
განა ის...

ჩემი სამშობლო მეზიზღება,
თურქზე თუ ზანგზე მიყიდული,
ეს, -საქართველო, -
განა ის...




28. 04. 2013წელი

გამითამამდი,
თავზე ხელგადასმული ბავშვივით
გამითამამდი გულო,
მინდა ოცნება ისევ ჩაგაცვა,
იმედი დაგიპურო...

გამითამამდი,
ცელქი კვიცივით ამიხუნტრუცდი
ბებერ ვენებში სისხლო.
უნდა გაგიშვა, გაინავარდე,
თან დაგაკავო, -ვინძლო.

გამითამამდი,
მოგებულივით გამიამაყდი
ვერგალეწილო ყანავ,
ღრმა ბავშვობიდან ამომიმღერდი
დედის ნამღერო ნანავ.

28. 04. 201

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები