ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
5 მარტი, 2014


წამოდი

ამაოდ დავეძებთ ბნელ სივრცეს,მთვარიანს,
ამაღამ ,ამინდიც არ არის საჩვენო,
ნაწვიმარ ქუჩებში დამფრთხალი ქარია,
წამოდი ჩემთან და სიგიჟეს გაჩვენებ...

წამოდი,ნისლივით ავუყვეთ მთაწმინდას,
წამოდი,სამყაროს ზევიდან ვუყუროთ,
იჩქარე,სანამ კვლავ უდროოდ გაწვიმდა,
სანამ კვლავ დაინგრეს ოცნების ხუხულა,

წავიდეთ იქ სადაც არავინ იქნება,
მოვძებნოთ მთებს შორის პატარა მინდორი,
მე ჩვენი სამოთხე ასე მეფიქრება,
ანი იქნებ ვცდები და მეტის–მეტს ვინდომებ?!

მაინც გთხოვ წამოდი,დავტოვოთ ქალაქი,
იქ მთებში,სხვაგვარი სიმშვიდე ბატონობს,
იქ ღამე დილისთვის გეგმებს არ ალაგებს,
და ფერად ოცნებებს არავინ პატრობობს...

წამოდი,მთებს იქით სხვაგვარი ღამეა,
ჩვენ ერთად, მოწყენილ მთვარესაც ვიპოვით,
სიცოცხლე განძია–ყველას უხარია,
იქ, ფასი უქრება სევდიან სტრიქონებს...
წამოდი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები