ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
8 მარტი, 2014


ტრიოლეტი

ნაწვიმარ ღამეს შერჩენია თებერვლის სუსხი,
გადათხრილ სკვერში,რკინის სკამზე ვიღაცას სძინავს
გრძნობისგან დაცლიმ,ბნელ ქალაქში ქარია,ყინავს.
ნაწვიმარ ღამეს შერჩენია თებერვლის სუსხი...

ვიღაც, ვიღაცას ვერანახსნელ სიყვარულს უხსნის,
და სავსე მთვარე,სველ ასფალტზე მზესავით ბზინავს,
ნაწვიმარ ღამეს შერჩენია თებერვლის სუსხი,
გადათხრილ სკვერში,რკინის სკამზე,ვიღაცას სძინავს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები