ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
9 მარტი, 2014


სულ ადვილია

რა ადვილია გაიღვიძო, წამოდგე დილით,
შენივე ხელით შეიპკურო სახეზე წყალი,
სივრცეს გახედო აივნიდან, უცრემლო თვალით,
ამოისუნთქო, არავისი არ გქონდეს ვალი.
ჰო ადვილია, გაიღვიძო, წამოდგე დილით,
გადაიკითხო წუხანდელი თეთრი ლექსები,
უკმაყოფილო რომ დარჩები უბრალოებით,
ისევ მიუჯდე და ჩამოქნა მრუდე ტექსტები.
კი, ადვილია, მერე, როცა სუსტი რითმების
ავადმყოფობას გადაიტან, "ხველებ-ხველებით",
იქნებ, სტრიქონის გამოძერწო სტალაქტიდები,
მერე, ნელ-ნელა, მონდომებით, არდანებებით.

ვისთვის ადვილი, მაგრამ ჩემთვის შეუძლებელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები