ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
20 მარტი, 2014


წვიმა

                                          "მე მინდა მთელი ცხოვრება თოვდეს,
                                          მე მინდა თოვლის პერანგი გეცვას, " (ეს საუკუნე)

მე მინდა მთელი ცხოვრება წვიმდეს,
ტანზე კი წვიმის პერანგი გეცვას,
თეთრ მკერდზე წვიმის შეგაბამ მძივებს,
მისტიურ ლოცვას აღვუვლენ ზეცას.

მოვალ და ფრთხილად ჩაგიხსნი პერანგს
თითებით,შენი თოვლივით კანი
მაგიჟებს და შენც პოეტის მზერა
გესობა მკერდში,ვით მჭრელი დანა..

ჭრილობას ლექსის გუნდრუკებს ვუკმევ
და თრთიან შენი კერტები ცხელი,
ზღვამ გადაყლაპა წვიმები ლუკმად,
მომეცი ხელი...
                          მომეცი ხელი...

                                დმ.11.03.2014წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები