ნაწარმოებები



ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
12 მარტი, 2014


თვითირონია (ექსპრომტი)

"სიფრიფანა ქალბატონო, მომეწონა თქვენი ლექსი",
"ფეისბუქი" გავხსენი და შემიფასეს ასე ტექსტი.
ასე ზუსტად ერთი-ერთში, როგორ დამინახეს ნეტა?
შემაფასეს სწორედ ისე, საკუთარ თავს როგორც ვხედავ.
"სიფრიფანა" მომეწონა და სიმართლის თქმას ვერ ვბედავ,
ვინ რა იცის სინამდვილე, რომ არ მომწონს რასაც ვხედავ.
რახანია რომ ერთმანეთს გავებუტეთ მე და სარკე,
ასე მითხრა:_რომ მიბღვერი, რას მიბღვერი, მე დაგხატე?
ნაოჭები ჯერ არა გაქვს, ვერც ჭაღარა შეგესია,
დანარჩენი, რაც გაწუხებს ყველაფერი შენს ხელშია,
უარი თქვი იმ საკვებზე რასაც ჰქვია: მსუყე, ტკბილი,
ჰოდა სიტყვა "სიფრიფანა" არ იქნება დიდი "ტყვილი".

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები