ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
12 მარტი, 2014


კანტატა

ფეხდაფეხ მოგყვება
ქარიზმა,
შუკებში გულგრილად უბერავს
ვერ ატანს ძვალ-რბილში ქარის ხმა,
და გტაცებს შუბლიდან სომბრეროს.
მომღიმარს,
პოეტურს,
ბოჰემურს
მზერას გაყოლებენ ქალები,
მოდიხარ კი არა,
მოღელავ,
ვერცერთ გულს გამოეპარები.
იფერებ ჩურჩულებს უხერხულს
ტუჩის ნაპრალებთან გაჩენილს,
შემეჩეხები და,
ოხერო,
ეს ჩემი თვალები გაჩერებს.
აღარ იფარგლები საზღვრებით,
აშარ თამბაქოსაც კვამლს ატან,
მერე კი ალერსით არ ვძღებით...
ბოშები მღერიან კანტატას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები