ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
14 მარტი, 2014


პოეტი

არ გქვია პოეტი–თუ ზეცის სიშორე გაშინებს,
არ გქვია პოეტი–თუ მთვარეს  თქვენობით მიმართავ,
მთავარი ჯილდო ხომ ,მკითხველის გულწრფელი ტაშია,
მართლაც გმირობაა–ფურცელთან თავს რომ არ იმართლებ,

ნუ დარდობ იმაზე თუ გვერდით არ მისდევ თაობას,
ჩაგთვლიან გიჟად თუმც ვერავინ ვერ შეძლებს გამხელას,
ოცნებებს,გრიგალებს ეცადე რომ მხარი აუბა,
და შენი ლექსებით სამყაროს სიყალბე ამხილო,

ეცადე ღრუბლებში იპოვო შენ შენი კარავი,
შენიდან –მიწამდე  მანძილი არც ისე ახლოა,
აქ ,დედაიწაზე საკუთარ აზრებსაც გპარავენ,
მთელი ეს პლანეტა,უსულო მძორების სახლია.

მოძღვართან ნუ მიხვალ,თუ ღმერთთან საუბარს ისურვებ,
დაწერე,ფურცლებზე,კედლებზე,ზეცაზე დაწერე,
უფალთან ლექსებით,შენამდეც,ჩვენამდეც, მისულან,
მარტივი რამეა ნათლისგან–სიბნელის გარჩევა...

შენ გქვია პოეტი–ჩათვალე რომ შენ ხარ მესია,
აქ „სხვების“ მოსმენას,გერჩივნოს უსმინო არაფერს,
ქვასაც და ტალახსაც, ტყვიასაც ისინი გესვრიან,
ვისთვისაც მზე მხოლოდ უღრუბლო ამინდში ანათებს..
მაშინ ხარ პოეტი–ღრუბელზე მაღლა თუ დაფრინავ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები