ნაწარმოებები



ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
13 მარტი, 2014


პატარები

არცა მწყინს,არც მიხარია,
აღარ ვარ კაი ხანია.

ამოგვეწურა მგონი სათქმელი,
მიწაზე ყოფნა გახდა სასჯელი.

მთვარემ სამყაროს ზურგი აქცია...-
ღამე ამ ამბის ცუდი მაცნეა.

უშენოდ როგორ მიჭირდა?... -
თავგამოდებით ყვება ჭრიჭინა....

გული-გრადუსი ჩემი რაკია...
ტემპერატურა...- მინუსს  ქვემოთ...
მხოლოდ იმიტომ არ ვიყინები,
ცხელა, ხვატია.

ქართული სიტყვა ხეა მორჩილი,
პოეტის ხელში ღვთაებად ქმნილი,
ჩემს ხელში, უშნოდ გამოჩორკნილი.

უკანასკნელ წუთს,
როცა მიმითვლის გაბრიელი წამებს წამებზე,
კი არ მოვკვდები,
სიყვარული მიმეყინება სველ წამწამებზე! ...

მზე  მინდა მაგ შენს გულს,
სანთლად რომ დავუნთო,
უფალი დავანდეს...-
მხოლოდ მას დავუთმობ!

მივეყუდოთ ზურგით ერთმანეთს და
ვისხდეთ მზეზე დიდხანს...დიდხანს...,
როგორც ბებრები.
გიჟი არა ვარ, უცნაურად ნუ მაშტერდები!

რაც გინდა ჭორეთ, დანაღმეთ ველი...
ოღონდ საუბარს გულებისას,
არ ახლოთ ხელი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები