ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
17 მარტი, 2014


დამტოვეთ მარტო

გემუდარებით, სიცოცხლესთან დამტოვეთ მარტო,
ნუ შეგვაწუხებთ,გულიანად უნდა ვიტიროთ,
ბოლო წუთებში ჩვენ ერთმანეთს ცრემლებით ვართობთ,
ჩვენ შემოვრჩებით,თქვენს ფიქრებში ძველი მითივით,

თქვენ ნუ გვიგლოვებთ,არ შეგშვენით გიჟების გლოვა,
არც შეიმჩნიოთ,თითქოს ჩვენ აქ არც კი ვყოფილართ,
ჩვენს მერე,ციდან თეთრი ფიფქის ფარა წამოვა,
და დავიწყების ბილიკებზე ფიქრებს მოყინავს...

გემუდარებით სიკვდილთანაც დამტოვეთ მარტო,
სენტიმენტები თქვენთვის მაინც უცხო ხილია,
მე და სიცოცხლეს გაგვიყოლებს შეშლილი მარტი,
ჩვენს ნაკვალევზე წლების შემდეგ სხვები ივლიან...

გემუდარებით,მე ჩემ თავთან დამტოვეთ მარტო!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები