ნაწარმოებები



ავტორი: მიშო მეშვილდიშვილი
ჟანრი: პოეზია
17 მარტი, 2014


მუზაა ნაღდად

მე ოპიუმით გაჟღენთილი ვსერავდი ქუჩას,
შეშლილი ფიქრი ასველებდა ჩემს ქუჩის დაღმართს,
ვეძებდი სადაც არ ეძებენ სწორედ იქ მუზას,
სადაც ყველაფერს ლუციფერი ადვილად მართავს

გამარჯობაო სიშორიდან ჩამესმა სხვა ხმა
ის ხმა რომელიც ეშმაკების მოციქულს არ ჰგავს,
არც სურნელი აქვს ჩახლართული ერთფეროვნების
არც შემიხედავს ისე მივხდი მუზაა ნაღდად,

მივუახლოვდი გავეცანი ვიტომც და კარგი,
ვითომ ჩირქები არ სხებია ცოდვიან წარსულს,
გაწითლებული ჩამოვართვი მე ხელზე ხელი,
ვიდექი ლურჯი, მაგრამ მასზე მე წერა არ მსურს

მივხვდი გამოჩნდა ის ნიშანი ველოდი რამდენს,
ჭექაქუხილმა ლურჯად გაჭრა გრძნობები ყველა,
მე ყოველ დილას გაპირდები ქაჩუქებ ვარდებს
ოღონდ დახატე ჩემი სულის წახნაგი ყველა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები