ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
20 მარტი, 2014


M13

დღეს მარტის ცამეტია და შვიდის ნახევარი,
იღბალმა ჩემი სახლის,ფანჯრებთან ჩაიარა,
პოეტებს მიგვიყვანენ ლექსების დახევამდე,
ან მაჯებს ვუსახსოვრებთ მწკრივებად ნაიარევს...

დღეს მარტის ცამეტია–სიგიჟის აპოგეა,
ალიონს ,სხივდამშრალი თვალებით ვეგებები,
ეს ლექსიც უფერული წარსულის ნაფოტია,
სიწითლე ჰორიზონტზე ტკივილის შედეგია,

დღეს მარტის ცამეტია,დღეს ფსონებს ვაორმაგებ,
ფორტუნას,ჯერ–ჯერობით არაფერს ვემადლები,
სიზმარში დავისიზმრებ გაბერილ ბაობაბებს,
ცხოვრებას კვლავ შევუტევ გიჟური შემართებით...

დღეს მარტის ცამეტია და შვიდის ნახევარი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები