ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
21 მარტი, 2014


ჯარისკაცის წერილი დედას

გამარჯობა, დედი!  „ეხლა, როცა ამ წერილს გწერ, შუაღამე იწვის, დნება“... გულში შენი ხმა ჩამესმის, ვაჟასავით მემღერება. ამ სიტყვების თქმისას გული მიჩქარდება, თვალებიდან სიხარულის ცრემლები მცვივა და მაშინ ბედნიერი ვარ... მადლობა დედი, რომ გამაჩინე და ლამაზად აღმზარდე... ვაჟას თქმის არ იყოს, ღმერთად მიცვნიხარ! დედი, შენი თავი ნუ მომიშალოს ღმერთმა!
დედი, ჩემზე არ იდარდო, მე არაფერი მიჭირს... ახლა მე და ჩემი ქართველი მეგობრები სანგრებში ვზივართ და მამაპაპურ „ვარადას“ ვმღერით, მართალია არ უნდა გვემღერებოდეს, მაგრამ ხანდახან სიმღერით ვიქარვებთ დარდსა და ნაღველს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას ძალიან უჭირს, ჩვენ მაინც ლუკასავით „გვემღერება და ვმღერით“ . ქართული კულტურა ხომ სიმღერის ხელოვნებამ გადაარჩინა?! ჩვენ გვჯერა ნათელი მომავლის, აუცილებლად გავიხარებთ ’’ერის ბრწყინვალე მომავლით“  და კვლავ შევდგებით ბედნიერების მწვერვალზე!
ხომ გახსოვს დედი დიდი პოეტის სიტყვები: „ეღირსებაო ლუხუმსა ლაშარის გორზე შადგომა!“ აი, ნახავ: საქართველოსაც ეღირსება გამარჯვების კვარცხლბეკზე შედგომა!
აღდგომის წინა ღამეს ცის ლურჯ თაღზე მორცხვად ირწეოდა იალკიალი, მივუყვებოდი ნაწვიმარ ქუჩებს და მკერდით მივაპობდი ქარიშხალს! გავყურებდი ვარსკვლავებით მოჭედილ ცას და ჩემს თვალწინ ცოცხლდებოდა ის ლამაზი მოგონებები, რაც ოდესმე გადამხდომია თავს. გაზაფხულის ლამაზი სურათი იხატებოდა ჩემს თვალწინ.
მთვარე ქალაქის სილამაზის სურათებს ქარგავდა, ქარგავდა და მეც მახსენდებოდა ძველი თბილისის ტრუბადური-იოსებ გრიშაშვილი.
მენატრება, დედი... საქართველო მენატრება! შენი ტკბილი „იავნანა“ მომენატრა, დედი!
დედი, გული მტკივა და ეს გული საქართველოა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები