ნაწარმოებები



ავტორი: ჭა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
21 მარტი, 2014


ოთარ ჭილაძის ხსოვნას

"ნამდვილი" იყო. არცერთი სიტყვა ყალბი, ამდენი რომანი და არცერთი ყალბი სიტყვა...როგორ მოახერხ.ა?...-"ღმერთკაცი"!  ...
ფიქრთან ერთად მოუყვებოდა აღმართს ნატა...დაღამებულიყო უკვე, ეს-ესაა გამოვიდა გამომცემლობა " ინტელექტიდან", სადაც ოთარ ჭილაძის "ღრუბელის" პრეზენტაციას დაესწო. წიგნი დიალოგებზე, ინტერვიუებზე იყო აგებული.
მისი სიკვდილის მერე ეს უკვე მეხუთე წიგნია, რომელიც უშუალოდ მოგვითხრობს მასზე.
დღეს ოცი მარტია, მწერლის დაბადების დღეა და ამ დღეს დაამთხვიეს პრეზენტაციაც.

  დაუმთავრებელი რომანი დარჩაო..."აკნე" , ბოლოს , როცა უკვე აღარ შეეძლო, გაურკვეველი ხელით წერდაო და ...კარდიოგრამასავით მისდევს ბოლო ფურცლებიო...
ექიმმაც ილაპარაკა:დრო სჭირდებოდა რომანის დამთავრებისთვისო...წამლებს არ სვამდაო, კუშტი იყოვო, ღრმა, საჩოთირო თემებზე ლაპარაკს ვერ გაუბედავდიო...
ბოლო ფრაზა...-"საქართველოს მოუარეთო"...უთქვამს დისთვის, თინა ჭილაძისთვის.
კიდევ ბევრი რამ გაიხსენეს ახლობელმა ადამიანებმა მასზე, მაგრამ ნატასვის არაფერი იყო ახალი, ეს ყველაფერი მანაც იცოდა, თუმცა არც ახლობელია და დანახვითაც შორიდან თუ მოუკრავს თვალი, არა , ერთხელ გაესაუბრა კიდეც...ლიძავაში...
ნატა უბრალო მკითხველია , რომელსაც მისი ყოველი სიტყვის ამოსუნთქვა ესმის...
იქ ვიღაცამ სთქვა, გული დამწყდა მისი დაკრძალვა ასეთი  მოკრძალებული  რომ იყოვო.
ნატას გაახსენდა ის დღე... მთაწმინდა...ოცი, ოცდაათამდე ადამიანი ესწრებოდა დაკრძალვას და ისინიც თავის პრობლემით გართულები -ჩართულები ლაპარაკობდნენ ერთმანეთში. იქვე ცხვირწინ კი "საქართველოს" ასვენებდნენ მიწაში...ჰო საქართველოს, ზუსტად ასეთი განცდა ჰქონდა მაშინ ნატას, თავზარდაცემული იდგა, არა იმდენად მწერლის გარდაცვალებით, არამედ ამ ხალხის  გულგრილობით, ჩვეულებრივი დგომით, თითქოს რიგითი მოქალაქე მომკვდარიყოს...გული ყელშიც აღარ ეტეოდა...ვეღარ გაუძლო და იქვე ტაძარში შევიდა, იტირა...იტირა...ილოცა...გარდაცვლილს ელაპარაკა...ცოტათი დამშვიდა და გამოვიდა.
უკვე დაემარხათ, საფლავიც მოესუფთავებინათ, ყვავილების გროვა გვერდით აეკოკოლავებინათ, ზედ გულზე კი, მოსუფთავებულ მიწაზე, ნატას მიტანილი ვარდები ედო...-თვალს არ უჯერებდა...მიხვდა...გაეგოთ მისი გულისტკივილი...მისი ცრემლი მისულიყო ადგილამდე....ეს ვარდები ნიშანი იყო ამის...ყოველი მართალი სიტყვა, მართალი ცრემლი ზუსტი მისამართით მიდის...იმ ყვავილების გამყიდველი კაციც გაახსენდა,...როცა გაიგო , ვისთვისაც  უნდოდა,  ბევრი დაუკლო, ძალიან ბევრი, თურმე მასაც ძალიან ყვარებია ოთარ ჭილაძე...(ჰო, ყვავილების გამყიდველი ჭილაძეს რომ კითხულობდა, ეგ სულაც არ გაჰკვირვებია ნატას) .ვარდები კი მართლა განსაკუთრებული იყო, ალისფერი, ზომით უჩვეულოდ პატარები ვარდთან შედარებით და ბევრი...შეიძლება  თავისი განსაკუთრებულობით მოხვდა სულაც ეს თაიგული მის გულზედ, მაგრამ ის ხომ სამებაში მიიტანა ნატამ და იქ კი მილეთი ხალხი მიდიოდა...არა! არა!...მაინც სჯერა რომ ეს სასწაული იყო, იქვე, იმ წუთას, მისთვის  მომხდარი სასწაული...-სიკვდილი არ არსებობს!...გაიფიქრა მაშინ.
მიუყვებოდა აღმართს ნატა და გრძნობდა ახლაც რაღაც უჩვეულოს, მსგავს...თითქოს ახლაც ყველაფერი ემის მას, მის სულს...ესმის კი არა, სულაც აქ არის, მისდევს გვერდით,
ამიტომაც არის ჰაერი ასე გამჭვირვალე ...თავისუფლად სუნთქავს...ლაღად...ტირის ნატა, თან უხარია, არ იცის რა უხარია, ალბათ ის, რომ ასე თავისუფლად სუნთქავს...ახლაც იცის, ზუსტად, როგორც მაშინ...-სიკვდილი არ არსებობს!...სიკვდილი არ არსებობს!...იმეორებს გულში, გამარჯვებულივით...არ დამავიწყდესო ალბათ იმის შიშით, ტელეფონი ამოიღო და აკრიფა...-ზუმერი...("ზარი ახლობელთან" ...გაიფიქრა და გაეღიმა)
...-გისმენ...(ნაცნობი ბარიტონი)
...-იცი?..მე ვარ!...სიკვდილი არ არსებობს!..მხოლოდ ეს მინდოდა შენთვის მეთქვა...
სითბო ტელეფონშიც აღწევდა, იგრძნო ყურთან...გათიშა და იმ წუთს მეორე ჭეშმარიტებაც აღმოაჩინა...-"მხოლოდ გულების კავშირია "ნამდვილი"...გულების ენა...ალბათ ამ გულების ფეთქვაზე დგას დედამიწა...-ცრემლი მოიწმინდა...-საოცარი დღეა დღეს...აღმოჩენების დღე...
ორიათასთოთხმეტი წლის ოცი მარტი, ოთარ ჭილაძის დაბადების დღე.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები