ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
24 მარტი, 2014


ამოუცნობი

"საფლავს მინაწერი წლების დეფისივით"
გიო საჯაია.

ამოუცნობი,
ფაქტიურად  კითხვის ნიშანი,
გამომწყვდეული დამძიმებულ მატერიაში,
მაგრამ თავადვე ებადება მრავალი კითხვა.
დადის და დააქვს გულით დიდი სევდა-ნაღველი,
პატარ-პატარა სიხარულით შენაზავები.
დადის და ეძებს იმას,
რასაც მთელი ცხოვრება გზადაგზა ფანტავს
და ვერ პოულობს სულის სიღრმეში,
მიფარებია თითქოსდა ფარდას.
მაგრამ რა ქნას,
რომ სხვისი სულის სარკეში ბეწვსაც კი ხედავს,
თვალი ხომ უნდა ჰქონდეს მუდამ მახვილი,
რომ დაიმკვიდროს თავი ყველგან კითხვა-ძახილით?!
არსენალში აქვს ბევრი მძიმე, ცოტაც წერტილი.
რაც უნდა ბევრი ილაპარაკოს,
მაინც გრძელი რჩება მრავალწერტილი.
და ნუ იფიქრებთ, რომ ავიწყდება
საკუთარ თვალში ნაპოვნი დირეც,
ახსოვს, აწუხებს, იქამდე ვიდრე,
ცივი საფლავის პრიალა ქვაზე
თარიღებს შორის იქცევა ტირედ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები